2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებას.
3.პროექტის აქტუალობა:მოიძიებენ ვიდეო და ფოტო მასალას.წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.გამოიკვლევენ მწერლის გავლენას ინგლისურ ლიტერატურაზე.
4.პროექტის მიზნები:ჩარლზ დიკენსის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
5.მონაწილეთა ასაკი:13-18წწ
6.ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გააკეთებენ ალბომებს,შექმნიან ვებ-გვერდს,ჩანახატებს,ესეებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მოსწავლეთა ჯგუფი,მხატვრული ლიტერატურა,კომპიუტერი,ინტერნეტი,ფოტოაპარატი და სხვა.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს დავყოფ 4 ჯგუფად,პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ჩარლზ დიკენსის ცხოვრების შესახებ, მეორე ჯგუფი გაეცნობა მწერლის შემოქმედებასა და ეპოქას,მესამე ჯგუფი შექმნის ვებ გვერდს,მეოთხე ჯგუფი გააკეთებს ჩანახატებს და დაწერს ესეებს მწერლის შემოქმედების მიხედვით.შემდეგ თითოეული ჯგუფი მოაწყობს პრეზენტაციას ჩატარებული სამუშაოს შესახებ.მოეწყობა ფოტოალბომების გამოფენა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა-მოსწავლეებს განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას,კითხვას,მოსმენას,საუბარს.
ისტორია-მოსწავლეები გაეცნობიან ეპოქას როდესაც მოღვაწეობდა ჩარლზ დიკენსი.
ხელოვნება-მწერლის შემოქმედების მიხედვით შესრულდება ნახატები.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ქეთევან თანდაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:keti.tandasvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ketket1976.blogspot.com/
No comments:
Post a Comment